ბათილი ბიულეტენები
2021-10-30 #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში გამოვლინდა ბიულეტენების არასათანადოდ შევსების 15 შემთხვევა. კერძოდ, ბიულეტინთა ნაწილზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა, ნაწილზე კი - რეგისტრაციის ბეჭედი. შედეგად ყველა ეს ბიულეტენი გაბათილდა, თუმცა რეგისტრატორებს აღნიშნულის თაობაზე ახსნა-განმარტება არ დაუწერიათ. რეაგირება არ მომხდარა ასევე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან. 


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე