ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ცირა ყურაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება (შესთავაზეს სხვა სამსახური)
2012-07-21 ცირა ყურაშვილის ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა ქართული ოცნების წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან, რის შემდეგ ცირა ყურაშვილი განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან რეორგანისაზიის საფუძვლით. [youtube]mdEZ8AoKWE4[/youtube]
2012-07-20 "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ქ-ნ ცირა ყურაშვილი მისი თანხმობის გარეშე დანიშნეს სხვა სამსახურში, მაგრამ ქ-ნ ცირას არ აქვს სურვილი აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის და ითხოვს ძველ სამსახურში აღდგენას.
2012-07-13 2012 წლის 4 ივნისს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ცირა ყურაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცირა ყურაშვილი აცხადებს, ის ღიად აფიქსირებს პოლიტიკურ სიმპათიებს კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ და სამსახურიდან დათხოვნაც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრვებელს განუცხადა, რომ ყურაშვილის გათავისუფლება ბიბლიოთეკაში ოპტიმიზაციის პროცესს უკავშირდება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე