სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომლის, მარო გოგილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება
2012-07-02 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის - ნიკო მამიაშვილის N 111 ბრძანების საფუძველზე სამსხურიდან გათავისუფლდა სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარო გოგილაშვილი, რომელიც ამასთანავე სოფელ არაშენდას საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგია. სამსახურიდან გათავისუფლებას მარო გოგილაშვილი "ქართული ოცნების" კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობას უკავშირებს.