ცისანა ჯოიაშვილის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-05-21 2012 წლის 15 მარტს, სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ცისანა ჯოიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკოლის დირექტორმა თამარ ცქიფურიშვილმა გათავისუფლების მიზეზად სკოლაში ახალი მენეჯერის დანიშვნა დაასახელა.ცისანა ჯოიაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მისი შვილის, ზურაბ გამეზარდაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე