ნანა კოკილაშვილის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში
2012-05-21 2012 წლის 2 აპრილს, საბავშვო ბაღის დირექტორმა მ. ოზაშვილმა ამავე საბავშვო ბაღის აღმზრდელს - ნანა კოკილაშვილს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა აიძულა. ნანა კოკილაშვილის განცხადებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი არის კონსერვატიული პარტიისა და „ქართული ოცნების“ ოფისის წარმომადგენელი.