პედაგოგ თამარ თამაზაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში
2012-05-21 2012 წლის 18 აპრილს სახელოვნებო სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგი და სასწავლო ნაწილის გამგე - თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე თამაზაშვილის მამიდა და თამაზ თამაზაშვილის დაა. საგულისხმოა, რომ კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი ამჟამად სასჯელს იხდის და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.