ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისში
2012-05-22 ჟურნალისტი ესწრებოდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას 2 მაისს ქუთაისის ოპერაში - ღონისძიებას, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იღებდა, და რომელზეც ჟურნალისტები არ იყვნენ დაშვებულნი. ვაჩიბერიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან დაინახა, თუ როგორ სთხოვა დაცვის თანამშრომელმა ქალბატონს ოთახის დატოვება, რადგან იგი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ იყო, მან დაიწყო აღნიშნული სცენისთვის და დაცვისთვის სურათების გადაღება, რომელიც ქალბატონის ოთახიდან ძალით გაყვანას ცდილობდა. ამის შემდეგ, ვაჩიბერიძის განცხადებით, მას დაცვის რამდენიმე თანამშრომელი თავს დაესხა. მისი მტკიცებით, იგი აიძულეს მისი კამერიდან ყველა სურათი წაეშალა, სცემეს და შენობიდან გამოაგდეს.
2012-05-21 2012 წლის 3 მაისს ქუთაისში გაიმართა შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დახურული შეხვედრა.გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე შეხევდრაზე ჩუმად შევიდა. დაცვამ დაიჭირა და მისი წიხლებით ცემა დაიწყო, თავშიც სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, წაართვეს აპარატურა, რომელიც მოგვიანებით უცნობმა პირებმა უკან დაუბრუნეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე