ზეწოლა ავტობუსების მძღოლებზე „ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს
2012-05-21 2012 წლის 18 აპრილს,„ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს, სოფლებიდან რაიონული ცენტრისკენ გამომავალი 12 საათიანი ავტობუსების მარშრუტი გადაიდო. მოძრაობა, ასევე, შეიზღუდა 11 საათიდან 16 საათამდე ადგილობრივ (საქალაქო) ტრანსპორტზე.მარშრუტების გადადების მიზეზი სადგურის მოლარე ოპერატორმა დამკვირვებელთან საუბრისას ვერ ახსნა.