საოფისე ფართის მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა თერჯოლაში
2012-05-21 კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობეს, რომ ისინი 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ ფართს ოფისისთვის. ფართის მესაკუთრეები თავიდან თანხმდებოდნენ ოფისის გაქირავებას, თუმცა საბოლოოდ უარს აცხადებდნენ. ფართის მესაკუთრეები კოალიცია „ქართული ოცნებასთან“ საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით.