საოფისე ფართის მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა ფოთში
თარიღი: 2012-05-21
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა
2012-05-21 ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა 2012 წლის მარტის ბოლოს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის’’ კორესპონდენტი გახდა. იგი ა/წ აპრილის დასაწყისიდან ცდილობდა საოფისე ფართის პოვნას. მესაკუთრეებთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ისინი იგებდნენ, რომ ტელევიზია “მეცხრე არხს” ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა კავშირი, ჟურნალისტს უარს ეუბნებოდნენ ფართის მიქირავებაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე