„გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟისთვის განხორციელებული ზეწოლა საგარეჯოში
2012-05-21 2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გელა კევლიშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების ოჯახებზე, ვინც „გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟი მოახდინა, სამართალდამცავების მიერ ხორციელდება ზეწოლა და მოქალაქეები ახორციელებენ უკვე დაყენებული ანტენების დემონტაჟს.