გაერთიანებული "წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლის, ლაშა შვანგირაძის სამსახურიდან გათავისუფლება ხონში ("სამართლიანი არჩევნების" ჩარევის შედეგად აღადგინეს სამსახურში)
2012-06-25 „სამართლიანი არჩევნები“ დაუკავშირდა უწყებათაშორის კომისიას, და მიაწოდა საქმის დეტალები, რის შემდეგაც ლაშა შვანგირაძეს განუახლდა შრომითი კონტრაქტი, თუმცა არა პირვანდელი მდგომარეობით. კერძოდ გათავისუფლებამდე მას გაფორმებული ჰქონდა ერთწლიანი კონტრაქტი, ხოლო სამსახურში აღდგენის შემდგომ, ანუ პირველი ივნისიდან, მასთან გაფორმდა ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება.
2012-06-15 2012 წლის 29 მაისს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხონის სერვის-ცენტრის შემოსავლების განყოფილების წყალმომარაგების აგენტმა, ლაშა შვანგირაძემ მიიღო ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საგულისხმოა, რომ ლაშა შვანგირაძე მის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს უკავშირებს, რომელიც წარიმართა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სერვის-ცენტრში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე