ბორის საჯარო სკოლის დირექტორ ჰამლეტ ბერაძეზე განხორციელებული ზეწოლა
2012-06-15 2012 წლის 01 ივნისს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის, ქეთინო პავლაძისათვის ცნობილი გახდა რომ ბორის საჯარო სკოლის დირექტორზე, ჰამლეტ ბერაძეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მას ქეთინო პავლაძე, რომელიც ამავდროულად არის წყლარაფორეთისა და ბორის საჯარო სკოლების ქიმიის სერთიფიცირებული პედაგოგი, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. როგორც „სამართლიანი არჩევნებისათვის“ გახდა ცნობილი, დირექტორს დაურეკეს და მისცეს მითითება, რომ პედაგოგი უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, ვინაიდან იგი „ასოცირდებოდა პოლიტიკურ პარტიასთან“,რადგან მისი ძმა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე