სამართალდამცავების მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პაატა გაგუაზე განხორციელებული ზეწოლა ჩხოროწყუში
2012-06-15 2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პაატა გაგუა პატრულმა გააჩერა და ჯარიმა იმ მიზეზით გამოუწერა, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების" შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ პაატა გაგუა არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.