სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარა ზუგდიდში
2012-06-15 2012 წლის 4 მაისს სატელეფონო ნომრიდან(599 20 97 68)ზარი განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან. კოორდინატორი შეეხმიანა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და აღმოჩნდა, რომ სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებთანაც. ტელეფონით მათ ეუბნებოდნენ, რომ არ გაერთიანდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში, ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს. ასევე, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.