ფეხბურთელებზე განხორციელებული ზეწოლა კასპში
2012-06-15 2012 წლის 15 მაისს კასპის საფეხბურთო მოედანზე დაგეგმილი იყო რაიონული ტურნირი. ტურნირის დაწყებამდე ფეხბურთელებს ოჯახებში მიაკითხეს უბნის ინსპექტორებმა და არ მისცეს საშუალება დროულად გამოცხადებულიყვნენ შეხვედრაზე, რის გამოც გუნდს თამაში წაგებულად ჩაეთვალა. ამასთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გუნდს არ მისცეს უფლება „ქართული ოცნების“ წარწერიანი მაისურები ჩაეცვა.