თავდასხმა „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელ მამუკა ქარდავაზე
2012-07-17 საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჯარო განცხადების გავრცელების გზით მოითხოვეს აღნიშნული ფაქტის დაუყოვნებლივ, ობიექტურად და სრულად გამოძიება. მათ ასევე მოუწოდეს უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს მომხდართან დაკავშირებით. ამ დრომდე საქმეზე რეაგირება არ მომხდარა.
2012-06-15 2012 წლის 20 მაისს დაახლოებით 00:45 წუთზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული ოფისის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა სახლში საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, რა დროსაც ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. მამუკა ქარდავა განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე