"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარა ჭალადიდში
თარიღი: 2012-06-15
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ხობი , ჭალადიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2012-06-15 18 მაისს ირაკლი ალასანია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, მაკა ლატარია შეხვედრაზე დაკვირვების მიზნით მივიდა. გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვლადიმერ ჭითანავამ მაკას საჯაროდ და არაკორექტული მუქარის ფორმით ადგილის დატოვება მოსთხოვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე