„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ზეწოლა რუსთავში
2012-06-15 2012 წლის 30 მაისს, ქალაქ რუსთავის მეჩვიდმეტე მიკრო-რაიონის კორპუს 12, ბინა #64-ში ქალბატონი მივიდა, რომელმაც ოჯახს თავი წარუდგინა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა, ეთქვათ, თუ რომელი პარტიისათვის აპირებდნენ ხმის მიცემას. ოჯახის წევრს განუცხადა, რომ თქვენი შვილი, შორენა მჭედლიძე მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ „საქსტატში“, ამიტომ უნდა გვითხრათ ის ვის აძლევს ხმას.