პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტების: ელგუჯა მახარაშვილის, აკაკი ელიაშვილისა და ჯაბა ელიაშვილის დაკავება
2012-07-13 2012 წლის 17 თებერვალს დააკავეს პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტები, გორის რაიონის სოფელ მერეთში მცხოვრები ელგუჯა მახარაშვილი, აკაკი ელიაშვილი და ჯაბა ელიაშვილი. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ელგუჯა მახარაშვილის მამა გოდერძი მახარაშვილი პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” გორის კოორდინატორია, სწორედ ამ ფაქტს უკავშირების ბატონი გოდერძი მისი შვილისა და მისი შვილის მეგობრების დაკავებას. ბატონი გოდერძი აღნიშნავს, რომ ის ხშირად გამხდარა გორის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი. როგორც ბატონმა გოდერძიმ განაცხადა, მის შვილს და მეგობრებს ხშირად ემუქრებოდნენ გორის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლები დაპატიმრებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ურთიერთობას ”თავისუფალ დემოკრატებთან”. საია სამართლებრივ დახმარებას უწევს დაკავებულებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე