”ქართული პარტიის” გენერალური მდივნის ირაკლი დოლაბერიძის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა
2012-07-13 ”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს უკანონოდ აქვს შეზღუდული გადაადგილების უფლება. 2012 წლის 11 მარტს ირაკლი დოლაბერიძე სტამბულის გავლით პარიზში მიემგზავრებოდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას პასპორტი უკან დაუბრუნეს და უთხრეს, რომ მისი სახელი და გვარი იმ პირთა ბაზაში იყო შეტანილი, ვისაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. მსგავსი ფაქტი ასევე მოხდა 2012 წლის 6 იანვარსაც. ბატონი ირაკლი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უცნობი პირები დაბურულ შუშებიანი ავტომანქანებით მის სახლს 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
საიამ ირაკლი დოლაბერიძეს გაუწია სამართლებრივი დახმარება.