სკოლა ”მილენიუმის” დახურვა რუსთავში
2012-07-13 რუსთავის კერძო სკოლა ”მილენიუმის” დირექტორმა ელზა ლეკვეიშვილმა განაცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რუსთავის 11 სკოლას შეექმნა ავტორიზაციის პრობლემა, თუმცა მხოლოდ სკოლა ”მილენიუმმა” ვერ გაიარა ავტორიზაცია. ქალბატონი ელზა აღნიშნავს, რომ მის სკოლას მხოლოდ იმიტომ შეექმნა პრობლემა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია ”ატუს” დირექტორია.
საია მონიტორინგს ახორციელებს სკოლა ”მილენიუმის” ავტორიზაციის გავლის პროცესზე, რომლის მიზანია სკოლის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების ხელახალი მოპოვება.