ტარიელ თედეევის სამსახურიდან გათავისუფლება ლაგოდეხში
2012-07-13 2012 წლის 18 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ტარიელ თედეევმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა. მისმა შვილმა, გელა თედეევმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მამამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღო. ზეწოლა უკავშირდება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ არეშფერანში ეკომიგრანტების პრობლემებს მიეძღვნა.