”თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთელი აქტივისტის ელგუჯა ჩხაიძის დაკავება
2012-07-18 ელგუჯა ჩხაიძის განცხადებით 2012 წლის 13 იანვარს შსს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ლაშა ჩხაიძის, გიგიაძის, ლაშა ქირიას, დავით იმნაძის, შმაგი ურაგაძის, ალექსანდრე ბირთველიშვილის და ლაშა ცირეკიძის მონაწილეობით ჩატარებული ჩხერკის შედეგად ელგუჯა ჩხაიძის სახლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, მის საკუთრებაში არსებულ ე.წ. ფერმერულ მეურნეობაში აღმოჩენილ იქნა ცეცხლსასროლი ავტომატი, ხოლო საცხოვრებელ სახლში განთავსებულ ქათმის ბუდეში ავტომატის მჭიდი. აღნიშნულის შემდეგ მოხდა ელგუჯა ჩხაიძის დაკავება, რომლის თქმით მას პოლიციის შენობაში ფიზიკური ძალადობის გზით ხელი შეახებინეს ჩხერკის შედეგად ამოღებულ იარაღს.
2012-07-13 2012 წლის 13 იანვარს პოლიციამ ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტი ელგუჯა ჩხაიძე დააკავა. ბატონი ელგუჯა თავის დაკავებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. იგი ივანიშვილის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა. პოლიცია ბრალად იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა. მას გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
წყარო: [url]http://www.presage.tv/?m=politics&AID=9248[/url]