მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში
2012-07-13 2012 წლის 5 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საჯარო შეხვედრებს მართავდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. სოფლის რწმუნებულები, მათი მოადგილეები, სოფლის დეპუტატები და სხვა საჯარო მოხელეები, ადგილობრივ მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ შეხვედრებში. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფარცხნალში, ხიდარიში, კიცხში და წყალაფორეთი.