ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე ლაგოდეხში
2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის დროს რეგისტრატორებს - ხათუნა კობერიძეს, ლია ჯაჯნიძეს, ანა ჭუმბურიძესა და ხათუნა ჯანაშვილს სოფელ ლელიანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ნინო კაპანაძემ საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასლარიანი ჯარიმის გამოწერით დაემუქრა. მომხდარი ფაქტის შემდეგ ოთხივე ინტერვიუერმა უარი განაცხადა ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე.