"მე-9 არხის" მძღოლ ელგუჯა ობოლაძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ტყიბულში
თარიღი: 2012-07-13
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-07-13 2012 წლის 7 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის ოფისის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ტყიბულის ე.წ. სტალინის დასახლების მოსახლეობასთან. შეხვედრას აშუქებდა „მე-9 არხი“, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა გადამღები ჯგუფის მძღოლ - ელგუჯა ობოლაძესა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, სოსლან (კახა) ვახტანგაძეს შორის. როგორც ელგუჯა ობოლაძე აცხადებს, ვახტანგაძე მას დაემუქრა, რომ სხვა დროს მოიცლიდა მასთან შევედრისთვის.
2012-07-13 2012 წლის 8 ივნისს, როდესაც ელგუჯა ობოლაძე იწყებდა „TV-9“-ის ოპერატორის ტრანსპორტირებას, მასთან მივიდა კახა ვახტანგაძე და მათივე განმარტებით, მიაყენა როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ობოლაძე აცხადებს, რომ ვახტანგაძე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განაწყობდა მას კი რაიმე საპასუხო ქმედება არ ჩაუდენია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე