პაატა თორდიას მიმართ სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარა ზუგდიდში
2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრთან, პაატა თორდიასთან უცნობი ნომრიდან სისტემატიურად ხორციელდება სატელეფონო ზარები, რა დროსაც უცხო პიროვნება მას ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრება.