მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა სოფელ ოდიშში
თარიღი: 2012-07-13
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ზუგდიდი , ოდიში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება
2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გურგენ სართანიამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ ჯული ქალდანი, რომელიც სოფ. ოდიშში „ერთანი ნაციონაური მოძრაობის“ აქტივისტია, ასევე, ოდიშის საბავშვო ბაღის თანამშრომლები - ხათუნა ანთია და მარინა დარსანია სოფელ ოდიშის მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ არ წასულიყვნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წამსვლელთა სიას პოლიციას გადასცემდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე