„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, დიმიტრი ხუმარაშვილის დაჯარიმება დედოფლისწყაროში
2012-07-13 2012 წლის 10 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიმიტრი ხუმარაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარი ავტომობილით სოფელ ქვემო ქედიდან დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მას ჩამოართვა მანქანა და თელავის საჯარიმო ავტოსადგომზე გადააგზავნა. აღნიშნულ შემთხვევას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერი ნუკრი ხუციშვილი და დიმიტრი ხუმარაშვილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხუმარაშვილი დაესწრო 2012 წლის 2 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ქუთაისში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე