ნელი გაბელაიასთვის სოციალური დახმარების შეწყვეტა სოფელ ქვედა სიმონეთში
2012-07-13 კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის სოფიო ბუსკივაძის თქმით სოფ. ქვედა სიმონეთში მცხოვრებ ნელი გაბელაიას სოციალური დახმარება იმის გამო შეუწყდა, რომ მან ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. ნელი გაბელაიამ, როდესაც მარტში კუთვნილი დახმარების ასაღებად მივიდა, აღმოაჩინა, რომ თებერვლის შემდეგ მასზე სოციალური დახმარება აღარ გაიცემოდა.