პედაგოგ ლევან ჯიქურიძის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-18 2012 წლის 13 იანვარს ლევან ჯიქურაძე დაიბარა სკოლის დირექტორმა და მოსთხოვა პირადი განცხადების საფუძვეზე წასულიყო სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა გათავისუფლებით რაც მას ხელს შეუშლიდა სამომავლო კარიერაში. აღნიშნულის მიზეზად მან დაასახეა,ლევან ჯიქურიძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook ზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი პოსტების გაკეთება. ლევან ჯიქაურაძე მის გათავისუფლებას გარდა აღნიშნული ფაქტისა უკავშირებს მისი ძმის კავშირს ქართულ ოცნებასთან.
2012-07-16 ლევან ჯიქურიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს. ბატონი ლევანი გათავისუფლებამდე გააფრთხილეს თვი დაენებებინა პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვისთვის და სოციალური ქსელის facebook-ის გვერდიდან აეღო საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართულის ოცნების” ლოგო.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.