პედაგოგ ნონა შუკაკიძის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათავისუფლება
2012-07-18 ნონა შუკაკიძე მის განთავისუფლებას ნოემბრის თვეში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობის ფაქტს უკავშირებს. მას სკოლის დირექტორმა ნოდარ გოგატიშვილმა პირად საუბარში და შემდგომ სპეციალურ თათბირზე რესურსცენტრის უფროსის გივი გაგნიძის მონაწილეობით ურჩია, რომ შეეწყვიტა ესეთი საქმიანობა წინაღმდეგ შემთვევაში იძლებული იქნებოდა გაენთავისუფლებინა სამსახურიდან. 2012 წლის 12 იანვარს ნონა შუკაკიძე განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან
2012-07-16 ნონა შუკაკიძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 12 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე