პედაგოგ ნონა ტყემალაძის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლიდან გათვისუფლება
2012-07-18 ნონა ტყემალაძე დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სკოლაში, ხოლო 2012 წლის 12 იანვარს გაანთავისუფლეს სკოლის დირექტორის ბრძანებით. მისი თქმით, საფუძვლად დაუსახელეს შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. ნონა ტყემალაძის მიიჩნევს, რომ იგი განთავისუფლებულია პოლიტიკური ნიშნით, რადგან მისი თქმით სკოლის დირექტორმა პირად საუბარში განთავისუფლების არაოფიციალურ მიზეზად დაუსახელა მასზე ზეწოლა ზემდგომი ორგანოებიდან, მისი განთავისუფლების მოთხოვნით.
2012-07-16 ნონა ტყემალაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილას საჯარო სკოლაში მუშაობდა 2011 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იგი 2012 წლის 12 იანვარს საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით. საიამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორის კომისიას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე