ფონდი ”ქომაგის” ბენეფიციარების დაკითხვა პოლიციაში
2012-07-18 მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას საიასთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს.
ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუებისა და იძულების წესით მოდულის შენობაში წაიყვანეს. უმრავლეს შემთხვევაში პოლიციელებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ და თავიანთ ვინაობას მოწმის სახით დასაბარებელ პირებს არ უმხელდნენ. მართალია, მოდულის შენობაში დაკითხვის დროს მოქალაქეებს ეცნობათ, რომ მოწმის სახით იკითხებოდნენ, თუმცა, კონკრეტულად რა დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება, მათთვის არ აუხსნიათ. სამ მათგანს არ განემარტა ადვოკატის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.
ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მოქალაქე გივი ქურიძის მონათხრობი. რომელიც მიუხედავად 5 ივნისს გაკეთებული მძიმე ოპერაციისა, ის პოლიციის შენობაში წაიყვანეს და დაკითხეს, მიუხედავად იმისა, რომ ექიმიც წინააღმდეგი იყო.
საიამ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისკენ მოუწოდა