ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო რუსთაველ ამომრჩევლებს
2012-07-18 რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა. აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო - მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია. [url=http://transparency.ge/blog/%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-20-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1]იხილეთ ბმული[/url]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე