ზეწოლა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელ ნანა სანიკიძეზე ლანჩხუთში
თარიღი: 2012-07-23
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-07-23 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოგუაძის უხეშად ჩაერია „სამართლიანი არჩევნების“ ლანჩხუთის რაიონული კოორდინატორის/გრძელვადიანი დამკვირვებლის, ნანა სანიკიძის საქმიანობაში. 19 ივლისს ნანა სანიკიძე გამგებელს თავისსავე კაბინეტში შეხვდა. გამგებელი იქცეოდა საკმაოდ უხეშად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხმამაღალ საუბარს. იგი ნანა სანიკიძეს ბრალს სდებდა მიკერძოებულობაში და აცხადებდა, რომ ორგანიზაცია ცალმხრივად აშუქებდა მოვლენებს და ინტრესდებოდა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დარღვევებით. გამგებელმა ნანა სანიკიძეს მოსთხოვა, დაინტერესებულიყო „ქართული ოცნების“ კარდაკარით, რომელიც მისი განცხადებით, დარღვევებით მიმდინარეობდა.
2012-07-23 „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი, ნანა სანიკიძე, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულია ლანჩხუთის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ ვალოდია სულაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. 23 ივლისს, მისი სამსახურიდან გათავსუფლების საკითხი ლანჩხუთის კულტურის ცენტრის იურისტმა, ზაირა გურგენიძემ იმ უკანონო საბაბით მოითხოვა,რომ, თითქოსდა, საჯარო მოსამსახურისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა შეუთავსებელი საქმიანობაა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე