რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ბესარიონ ხატიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება სიღნაღში (აღადგინეს სამსახურში იმავე პოზიციაზე)
2012-08-15 2012 წლის 3 აგვისტოს, ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორის თამარ ჩუთლაშვილის ბრძანებით ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების კრივის სექციის მწვრთნელ-მასწავლებლად 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა ბესარიონ ხატიაშვილი.
2012-08-08 2012 წლის 2 აგვისტოს,ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორის თამარ ჩუთლაშვილის განცხადებით ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად კვლავ აღდგა კრივის სექცია სკოლაში. შესაბამისად, მან შესთავაზა ბატონ ბესარიონ ხატიაშვილს, რომ თუ მისღებია სკოლის წინადადება ახალი სასწავალო წლიდან გააფორმდეს მასთან ხელშეკრულება.
2012-07-30 2012 წლის 2 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე ბესარიონ ხატიაშვილი რომელსაც 13 ივლისს გადაეცა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ბესარიონ ხატიაშვილი ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების კომპლექსური სასპორტო სკოლის კრივის მწვრთნელად - მასწავლებლად მუშაობდა. ბესარიონ ხატიაშვილის გათავისულფების ბრძანება 2012 წლილს 2 ივლისით არის დათარიღებული, ხოლო გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. ბესარიონ ხატიაშვილი მიიჩნევს რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე