"ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრის, გიორგი მჭედლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება
2012-07-30 2012 წლის 3 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბანკ "კონსტანტაში" მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. გიორგი მჭედლიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ, კოალიციის ინტერვიუერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აწარმოებდნენ კარდაკარის სიების გადამოწმებას, როდესაც სოფელ კაბალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა მათ მოსთხოვა შეეწყვიტათ მუშაობა, რადგან ინტერვიუერების საქმიანობა ამომრჩეველთა აგიტაციად ჩათვალა. გიორგი მჭედლიშვილი სოფელ კაბალში ჩავიდა დეტალების გასაცნობად, სადაც მას და ნიაზოვს შორის გაიმართული საუბრის შემდეგ ინტერვიუერებმა გააგრძლეს მუშაობა. ამ ფაქტიდან 1 კვირაში გიორგი მჭედლიშვილი დაიბარა ბანკი "კონსტანტას" ლაგოდეხის ფილიალის მენეჯერმა გიორგი კობერიძემ და აცნობა, რომ მასთან შრომითი კონტრაქტი შეწყვეტილია. როგორც გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს, მას უვადო შრომითი კონტრაქტი 2012 წლის 1 იანვრიდან ჰქონდა გაფორმებული. საგულისხმოა, რომ მას მუშაობის პერიოდში არანაირი შენიშვნა, გაფრთხილება ან საყვედური არ მიუღია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე