ცინარა აბულაძის მიმართ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება
2012-07-31 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 75 წლის ცინარა აბულაძესაც ჰქონდა. მისი შვილი, გოგიტა აბულაძე, რომელიც ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, 2012 წლის 18 იანვარს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც გოგიტას ოჯახის წევრები განმარტავენ, სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებს რატომღაც არ სურთ სიმართლის გარკვევა. სწორედ ამიტომ, ცინარა აბულაძეს სურდა პრეზიდენტისთვის ეთხოვა შვილის მოძებნაში დახმარება. საიას დახმარების თხოვნით მიმართა ცინარა აბულაძემ და მისმა შვილებმა, თუმცა მათ არ სურთად გამოძიებისათვის მიმართვა, ვინაიდან მის ობიექტურობაში ეჭვი შეიტანეს. საია ამ ეტაპზე განმცხადებლების სურვილით აპირებს მიმართოს სასამართლოს და აბულაძეებისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვოს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე