„ქართული ოცნების” გორის ოფისის გაქურდვა
თარიღი: 2012-06-02
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-07-31 2012 წლის 2 ივნისს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” შიდა ქართლის ოფისი გაიქურდა. ოფისიდან იქნა წაღებული პერსონალური კომპიუტერის ქეისი და დოკუმენტები. ალექსანდრე ვალიურის ინფორმაციით წინა დღეებში კომპიუტერში შეყვანილი იყო ინფორმაცია კოორდინატორებისა და მათი აქტივისტების შესახებ.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო გორის შს რაიონულ სამმართველოში. საიას გორის ოფისი გამოძიებაში საადვოკატო დახმარებას უწევს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ალექსანდრე ვალიაურს. გამოძიება გრძელდება გორის შ.ს. რაიონულ სამმართველოში.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე