აქციის წყლის ჭავლით დაშლა ქუთაისში
თარიღი: 2012-05-02
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2012-07-31 2012 წლის 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისის ქალაქობის” აღსანიშნავად, ,,ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და ანთებული სანთლებით გამოსახეს წარწერა ,,გილოცავთ ქუთაისობას.” ტელეკომპანია „მაესტროს” კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ შეკრების მიმდინარეობისას ტროტუარს მიუახლოვდა სატვირთო მანქანა, რომელმაც დემონსტრანტებისა და დანთებული სანთლების მიმართულებით გაუშვა წყლის ჭავლი. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს წყლის ჭავლს სპეცფორმაში გამოწყობილი პიროვნება შეკრების მონაწილეებს. 2012 წლის 02 მაისს საია-ს ქუთაისის ფილიალს მიმართეს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, რომლებმაც ითხოვეს საადვოკატო მომსახურების გაწევა ადმინისტრაციულ სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე