თავდასხმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებზე სოფელ თიკერში
2012-08-08 ქობულეთში, სოფელ თიკერში, გაურკვეველი პირები “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებს თავს დაესხნენ. ახალგაზრდებს ქვები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. [youtube]00oCFdWZM8Q[/youtube]
2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ. სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე