"თავისუფალი საქართველოს" აქტივისტ მელანია ბერიაშვილზე განხორციელებული ზეწოლა თელავში
2012-07-04 2012 წლის ივლისის დასაწყისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტი მელანია ბერიაშვილი საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით თელავში ამომრჩეველთა ხელმოწერებს აგროვებდა. 2012 წლის 4 ივლისს მას სახლში ესტუმრა თელავის პოლიციის უბნის რწმუნებული, ბადურ რევაზიშვილი, რომელიც დაინტერესდა, რატომ აგროვებდა ბერიაშვილი ხელმოწერებს, რა თანხას უხდიდა პარტია ამ სამუშაოს შესრულებისთვის და რა აკავშირებდა მას პარტიასთან. როგორც მელანია ბერიაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, შეხვედრის დროს უბნის რწმუნებულმა მას შეახსენა ერთი თვის წინ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მისთვის გაწეული დახმარების შესახებ.
ბერიაშვილის თქმით მას, ასევე, მობილურ ტელეფონზე ფარული ნომრით უცხო პირებიც დაუკავშირდნენ და პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს დატოვება მოსთხოვეს.