ცუცხვათის თემის რწმუნებულ ჯემალ ობოლაძის მიერ განხორციელებული ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილზე
2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში. საბოლოოდ ახლგაზრდებთან შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. კოალიცია "ქართულ ოცნების" ტყიბულის ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტს მუქარა / ზეწოლად აღიქვამს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე