კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტ ივერი ნერგაძეზე განხორციელებული ზეწოლა ბაღდათში
2012-07-09 2012 წლის 9 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი, ივერი ნერგაძე და მისი მამა, მერაბ ნერგაძე დეპუტატ თემურ კოხოძის ბიუროში დაიბარეს.
როგორც ივერი ნერგაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, დეპუტატმა მას ურჩია თავი დაენებებინა "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმა და რძალი, რომლებიც მუშაობდნენ შპს "თეგეტა მოტორსში" გათავისუფლებული იქნებოდნენ სამსახურიდან. 24 ივლისს ივერი ნერგაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ძმა და რძალი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ 26 ივლისს აღნიშნული პიროვნებები კვლავ აღადგინეს სამსახურში.