წინასაარჩევნო სუფრა კახელ ამომრჩეველს
2012-08-01 31 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გურჯაანში ერთ-ერთ საარჩევნო ღონისძიებაზე ამომრჩეველს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის ლიდერები უარყოფენ ღონისძიების დაფინანსებას და აცხადებენ, რომ სუფრა (ღვინო, ხორცი, კიტრი, პომიდორი, პური) ამომრჩევლების თანხით გაიშალა და პარტიამ მხოლოდ ორგანიზება გაუწია, თუმცა იქ მყოფი ბევრი ადამიანი ამბობს, რომ თავად არაფერი გადაუხდია და პარტიამ დაპატიჟა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ აღნიშნული ღონისძიება დამსწრეთა მხრიდან აღიქმება, როგორც „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ გამასპინძლება. [youtube]Qb2GtlnPQgA[/youtube]


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე