კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ როსტომ ბერიძეზე განხორციელებული ზეწოლა ქედაში
თარიღი: 2012-08-21
პერიოდი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა
2012-08-21 კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, როსტომ ბერიძე 3 თვეა ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ფართის დაკანონებას ქედაში, რადგან აბუსერიძის ქუჩა #3, ახალი დამისამართებით 6 ნომერი გახდა. როსტომ ბერიძეს ეს ფართი უნდა მიექირავებინა ტელეკომპანია „ტვ-9“-ის აჭარის წარმომადგენლობისათვის, მაგრამ ნოტარიუსმა ქირავნობის ხელშეკრულების დამოწმებაზე უთხრა უარი, რადგან ეს მისამართი აღარ არსებობდა და ურჩია მიემართა საჯარო რეესტრისათვის ხარვეზის გასასწორებლად. საჯარო რეესტრი კი გაურკვეველი მიზეზების გამო არ უკანონებს აღნიშნულ ფართს უკვე მესამე თვეა. როსტომ ბერიძის თქმით, ხარვეზის გასწორება შეგნებულად ჭიანურდება, რასაც ბერიძე თავის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირით ხსნის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე