მე-9 არხის ბათუმის კორესპონდენტ ნათია როყვას საქმიანობისთვის ხელის შეშლა რეალ-ტვ-ს ჟურნალისტის მიერ
2012-07-08 2012 წლის 8 ივლისს „ტვ-9“-ის არხის ბათუმის კორესპონდენტს, ნათია როყვას სიუჟეტის გადაღების დროს „რეალ-ტვ“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი აედევნა. უსვამდენ პროვოკაციულ კითხვებს და სიუჟეტის მომზადების საშუალებას არ აძლევდნენ.
როგორც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბარში ნათია როყვამ აღნიშნა, რეალტივის ჟურნალისტისგან იყო პოლიტიკური ხასიათის კითხვებიც, კერძოდ, „გამოაგზავნა თუ არა გადაღებაზე ბიძინა ივანიშვილმა?“, „მოუმზადა თუ არა მან კითხვები?“ და „უხდის თუ არა ფულს ბიძინა ივანიშვილი?“