დაპირისპირება „ინფო 9“-ის ჟურნალისტებსა და უცნობ გადამღებ ჯგუფს შორის
2012-07-11 „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე გამოჩნდა გადამღები ჯგუფი, რომლებიც არ ასახელებენ რომელი მედიაკომპანიის წარმომადგენლები არიან, არა აქვთ ლოგო და სამკერდე მოწმობა. „ჟურნალისტი“ ნინო ზაქარაშვილია, ხოლო ოპერატორი გიორგი ჩუგუაშვილი. „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ლიდერების თქმით, აღნიშნული ჯგუფი მათ შეხვედრებზე დადის და აფიქსირებს აქციის მონაწილეებს.
გადამღები ჯგუფი თავდაპირველად 2012 წლის 11 ივლისს სოფელ ახალქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დააფიქსირეს, სადაც გარკვეული დაპირისპირება მოჰყვა „ინფო 9“-ის ჟურნალისტებს და უცნობ გადამღებ ჯგუფს შორის.